<
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად იგი ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს.სახელწოდება წარმოსდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე. გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემერთება ქალაქ ცხინვალისაკენ.
სადგურის დასახლებასთან თითქმის გადაბმულია ე. წ. გორიჯვრის დასახლება, სადაც უძველეისი დროიდან არსებობს გოგირდოვანი წყლები. სამკურნალო წყლები შედგება გოგირდოვან, წყალბადოვან, ჰიდროკარბონატრიუმის და სხა ქიმიური შენაერთებისაგან. იგი კურნავს ორმოცზე მეტ დაავადებას.
მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს. არქეულოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ციხის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი რკამიტები, გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ფენები ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულებით თარიღდება. აღმოჩენილ არქელოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
გორში სტუმრობისას მენტორ-მაძიებლებთან ერთად მოვინახულეთ გორის ციხე, ასევე სტალინის სახლ-მუზეუმი.
Sunday, September 20, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment